Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილს სჯერა, რომ წილხვდომილობის დღის დაარსება ქვეყნის წინსვლისთვის უდიდესი მნიშვნელობის იქნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით მისალოც განცხადებას ავრცელებს. ღარიბაშვილს სჯერა, რომ წილხვდომილობის დღის დაარსება ქვეყნის წინსვლისთვის უდიდესი მნიშვნელობის იქნება.

"განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა დემოკრატიის პოლიტიკურ და სამართლებრივ პრინციპებთან ერთად, ჩვენს სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს უნდა დაეფუძნოს.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენა ორი ათასწლეულია საფუძვლად უდევს ამ ფასეულობებს, აყალიბებს ქართველთა თვითმყოფადობას, განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას და კულტურას.

2018 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ სიხარულით გაიზიარა კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა და 12 მაისი - წმინდა ანდრია მოციქულის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამაარსებლის ხსენების დღე, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

მჯერა, რომ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებთან დაბრუნების ეს სიმბოლური გადაწყვეტილება უდიდესი მნიშვნელობისაა ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის", - ვკითხულობთ ღარიბაშვილის მისალოც ტექსტში.

"წილხვდომილობის დღე" 12 მაისს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2018 წელს დაარსდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG