Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მხრიდან და ღაზის სექტორიდან საპასუხო იერიშები „სრულმასშტაბიანი“ ომის საშიშროებას აჩენს


ღაზის სექტორის სამხრეთში, ხან იუნიში მზის ამოსვლა ისრაელის ავიაციის იერიშის შემდეგ, 12 მაისი, 2021 წელი.
ღაზის სექტორის სამხრეთში, ხან იუნიში მზის ამოსვლა ისრაელის ავიაციის იერიშის შემდეგ, 12 მაისი, 2021 წელი.

საერთაშორისო თანამეგობრობა მოწოდებით გამოდის, შეწყდეს მომაკვდინებელი კონფლიქტი ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის ღაზის სექტორში იმ საშიშროების ფონზე, რომ დაპირისპირება შეიძლება გადაიზარდოს „სრულმასშტაბიან“ კონფლიქტში.

„სრულმასშტაბიან ომის ვუახლოვდებით,“ განაცხადა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საკითხებში გაეროს წარგზავნილმა, ტონ უენესლანდმა, ხოლო გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მოწოდება გამოთქვა, „გაორმაგდეს ძალისხმევა სიმშვიდის აღსადგენად“. გავრცელებული ინფორმაციით, ათი მაისის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი პალესტინელებს შორის 40-ს აღწევს, მათ შორის 13 ბავშვია, დაშავებულია 500 ადამიანი. ისრაელის თანახმად, რომელმაც საავიაციო დარტყმები მიაყენა ჰამასის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიას, პალესტინელმა მებრძოლებმა ათასზე მეტი რაკეტა გაუშვეს ღაზიდან 38 საათის განმავლობაში.

ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორიდან გატყორცნილი რაკეტებიდან 850 ან დაეშვა ისრაელში, ან ისრაელის ანტისარაკეტო სისტემამ გადაიტაცა. 200 რაკეტა ღაზაში დაეცა.

ძალადობა გაღრმავდა კვირების განმავლობაში დაძაბულობის შედეგად, რომელიც გამოიწვია ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებამ აღმოსავლეთ იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსთან, რომელიც წმინდა ადგილია მუსლიმთათვის და ებრაელთათვის.

მძაფრი საპროტესტო აქციები გაიმართა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ასევე ისრაელის ქალაქებში, სადაც დიდი რაოდენობის არაბები ცხოვრობენ.

ქალაქ ლოდში არეულობა სრულმასშტაბიან უწესრიგობაში გადაიზარდა.

XS
SM
MD
LG