Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზანში გიმნაზიაში სროლის მომწყობმა დანაშაული აღიარა


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ორი და მეტი ადამიანის მოკვლისთვის ბრალდება წაუყენა ილნაზ გალიავიევს, რომელმაც სროლა ატეხა ყაზანის ერთ-ერთ გიმნაზიაში გაკვეთილების დროს და 9 ადამიანი მოკლა.

გალიალიევი 12 მაისს სასამართლოში მიიყვანეს ბრალდების წაყენებისთვის.

სასამართლოზე გამოსვლისას გამომძიებელმა თქვა, რომ ბრალდებულმა დანაშაული მთლინად აღიარა. გამოძიების თანახმად, გალიავიევმა 17 გასროლა მოახდინა და შენობაში დადგა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

სროლა ყაზანში მოხდა 11 მაისს, ცხრა დაღუპულიდან შვიდი მოსწავლეა, ორი მასწავლებელი. რამდენიმე ადამიანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია.
19 წლის ილნაზ გილიავიევი არასოდეს ყოფილა პოლიციის აღრიცხვაზე და არ შემჩნეულა კანონდარღვევაში. ის ამავე სკოლის მოსწავლე იყო ადრე.
ის ასევე არ იყო აღრიცხული ფსიქიატრიულ უწყებაში ან ნარკოლოგთან, მაგრამ არაერთხელ მიუმართავს ექიმისთვის ძლიერი თავის ტკივილების გამო. შარშან მას ტვინის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

გამოძიებამ დაადგინა ასევე იარაღის მოპოვების წყარო.

12 იანვარს ყაზანში დაკრძალეს ინციდენტის დროს მოკლულები. თათრეთში გლოვის დღეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG