Accessibility links

site logo site logo

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, ტრამპის კრიტიკოსი, ლიზ ჩეინი  ლიდერის პოზიციიდან გადააყენეს


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ლიზ ჩეინი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა, 12 მაისს მხარი დაუჭირეს ლიზ ჩეინის (კონგრესის წევრი უაიომინგის შტატიდან) რესპუბლიკელების კონფერენციის თანამდებობიდან გადაყენებას. ეს წარმომადგენელთა პალატაში ამ პარტიის რანგით მესამე პოზიციაა.

მიზეზი ამ გადაწყვეტილებისა, რასაც ბევრი მიმომხილველი უწოდებს პარტიის ისტორიაში კრიტიკულ მომენტს, გახდა ჩეინის კრიტიკული პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ.

ჩეინი, შვილი ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, რიჩარდ ჩეინისა, იმ ათ კონგრესმენს მიეკუთვნება, რომლებმაც იანვარში ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭრეს მხარი. ის ღიად აკრიტიკებდა ტრამპის "დიდ ტყუილს" მასშტაბური გაყალბების შესახებ ნოემბერში ჩატარებულ არჩევნებზე და ყოფილ პრეზიდენტს ბრალს სდებდა თავისი მხარდამჭერების შეგულიანებაში 6 იანვარს, კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის დროს.

მაშინ ჩეინის ქმედებას უკმაყოფილება მოჰყვა გამოჩენილ რესპუბლიკელებს, და გამოკითხვებით, ამომრჩეველთა შორისაც, უაიომინგში.

კენჭისყრის წინ, ჩეინი წარმომადგენელთა პალატაში მწვავე და დაუმორჩილებელი სიტყვით გამოვიდა, გააკრიტიკა თავისი რესპუბლიკელი მეტოქეები და დაიცვა თავისი პოზიცია. "ჩუმად ყოფნა და ტყუილის უგულებელყოფა მატყუარას აძლიერებს" - განაცხადა მან და დასძინა: "არ ვაპირებ ვიჯდე და ჩუმად ვუყურო როგორ მიყავთ სხვებს ჩვენი პარტია გზაზე, რომელიც ტოვებს კანონის უზენაესობას და უერთდება ყოფილი პრეზიდენტის იერიშს ჩვენი დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად".

წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი, კალიფორნიის წარმომადგენელი კევინ მაკკარტი - რომელიც გამოვიდა ჩეინის გადასაყენებლად კენჭისყრის ინიციატივით - ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ემსახურება პარტიაში ერთიანობის შენარჩუნებას და მას კავშირი არ აქვს ტრამპის კრიტიკოსების დასჯასთან. თუმცა, ბევრი თვლის, რომ ეს კენჭისყრა გააღრმავებს რესპუბლიკური პარტიის პრობლემებს და უფრო მეტად გააუცხოვებს გადაუწყვეტელ ამომრჩეველს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG