Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი: სადაც რუსეთია - იქ განვითარებაა. სადაც ამერიკაა - იქ ომი და სიკვდილია


რუსეთის მიერ ოკუპირებული დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბლოვმა კიევს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა, დონბასში მსხვერპლის თავიდან აცილები მიზნით, იტყობინება სააგენტო „რესი“

„მსოფლიო წესრიგში, სადაც რუსეთია - იქ განვითარებაა, სადაც ამერიკაა იქ ომი და სიკვდილია... მთლიანობაში რუსეთია ის ძალა, რომელსაც სურს დახმარება და არა წართმევა. სურს, რომ სიცოცხლე გაგრძელდეს. ეწჭვგარეშეა, უკრაინა, რომ მინსკის შეთანხმებას ასრულებდეს, მსხვერპლი არ იქნებოდა. მინსკის შეთანხმების მთავარი არსიც ხომ ეგაა, არ იყოს მსხვერპლი“,- განაცხადა ბიბილოვმა ლუგანსკში.

მისი სიტყვებით, დონბასში დრო ადამიანების სიცოცხლის ფასით იზომება.

„შვიდი წელი მცირე და ამავე დროს დიდი ვადაა, ვადა ხომ მხოლოდ დღეებით, სააათებით და წლებით არ იზომება. ამ შემთხვევაში, დონბასში ის იზომება ადანიამური სიცოცხლით. ესაა ყველაზე ფასეული და ძვირფასი რაც თითოეულ რესპუბლიკას აქვს“, - დასძინა მან.

ბიბილოვ დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებულ რესპუბლიკებს სტუმრობს. ის უკრაინის ამ ოკუპირებულ რეგიონებში სეპარატისტებთან ერთად ე.წ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დონეცკის ოპერის თეატრში, საზეიმო ღონისძიებაზე ბიბილოვს დონეცკის წინაშე დამსახურებისთვის ორდენი გადასცეს.

ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა ე.წ დონბასის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2014 წელს აღიარა. 2017 წელს დონეცკის და ცხინვალის ორმა სეპარატისტულმა რეგიონმა მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება დადეს. მსგავსი შეთანხმება 2018 წელს ლუგანსკის ოკუპირებულ რეგიონთანაც გაფორმდა.

უკრაინის წინააღმდეგ ლუგანსკის და დონეცკის შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში ცხინვალიდან ჩასული ე.წ მოხალისეებიც იბრძოდნენ. დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას აქვს აღიარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG