Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძემ პარლამენტში მუშაობა დაიწყო: ვიმუშავებ უფრაქციოდ, უპარტიოდ


​"ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო. ის ევროპული საბჭოს თავმჯდომარის ჩართულობით შეთანხმების გაფორმების შემდეგ პარლამენტში პირველად დღეს, 13 მაისს მივიდა.

როგორც მან თქვა, ის უახლოეს მომავალში არ აპირებს გახდეს კომიტეტის თავმჯდომარე ან ხელმძღვანელობდეს რომელიმე დელეგაციას.

"როდესაც მე "ევროპული საქართველოდან" წამოვედი განვაცხადე, რომ პაუზას ვიღებდი და არ ვაპირებდი არცერთ პარტიაში გაწევრიანებას. მე პოზიციას დღესაც ვიცავ და არ ვაპირებ პარლამენტში არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას. მე ვიქნები მთლიან ოპოზიციურ ფლანგზე და ვითანამშრომლებ ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან... გავაგრძელებ მუშაობას როგორ დამოუკიდებელი, უპარტიო პარლამენტის წევრი", - თქვა მან.

დავით ბაქრაძემ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობა პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე დატოვა, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმებული.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით "ევროპულმა საქართველომ" სულ 5 მანდატი მოიპოვა, აქედან მანდატზე უარს ამბობს ელენე ხოშტარია; პარლამენტში მუშაობა დაიწყეს დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ, ტარიელ ნაკაიძის პოზიცია კი უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG