Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლადო კახაძე ჯარში შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოდის


საქართველოს პარლამენტის წევრს, ლადო კახაძეს აინტერესებს ჯარში მოტივაციის გასაზრდელად ხომ არ იგეგმება შემოქმედებითი ჯგუფების შექმნა. ამ შინაარსის კითხვა მან თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს დაუსვა, რომელიც "მინისტრის საათის" ფარგლებშია პარლამენტში მისული.

"ჩვენ ქართულ ჯარს, საერთოდ ქართველებს დიდი ისტორია გვაქვს შემოქმედებითი კუთხით. თქვენთან [ჯარში] ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყრის უდიდესი ნიჭით შეპყრობილნი - ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება და... იყო ასეთი ტრადიცია, რომ ჯარს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა. რას ფიქრობთ, თავის პროფესიულ საქმიანობასთან ერთად თავისი ნიჭის გამოსამჟღავნებლად ხო არ დადგა დრო აღვადგინოთ ეს ტრადიცია და ის სასწაული პოტენციალი გამოვიყენოთ, რომელიც ქართულ ნიჭს და გენს ბრძოლასთან ერთად იმ ყიჟინაში და იმ რიტუალურ ცეკვაშიც ახასიათებს", - იკითხა ლადო კახაძემ.

მინისტრს იდეა მოეწონა და საკითხის დამუშავებაზეც ისაუბრა:

"საინტერესო ინიციატივაა ჩვენთან მსგავსი კულტურული ღონისძიებების აღდგენის. ამ ეტაპზე არ გვიფიქრია. შევეცდებით, რომ დავამუშაოთ ეს საკითხი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG