Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კახიშვილი ამბობს, რომ თუ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებებს არ დაეთანხმება, პარტიას დატოვებს


მმართველი გუნდის დეპუტატი, კახა კახიშვილი ამბობს, რომ თუ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებებს არ დაეთანხმება, პარტიას დატოვებს. მან "პალიტრანიუსის" ეთერში თქვა, რომ გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ ეთანხმება ის მხარს არ დაუჭერს.

"ნამდვილად სხვადასხვა პარტიებში გადახტომებს არ ვაპირებ, ეს გუნდი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ საიმისოდ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს მივყვე. მე მირჩევნია, რომ თუნდაც დღეს არ ესიამოვნოს ის, რასაც ვიძახი და გამოფხიზლდნენ, გუნდი უფრო მყარად იყვეს, ვიდრე ყველამ ერთმანეთს ვუცინოთ და პრობლემებზე თვალი დავხუჭოთ... ამ ცხოვრებაში არაფერი არ შეიძლება გამოირიცხოს, მაგრამ თუ გავალ პარტიიდან, არსად არ წავალ, არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ შევუერთდები, მაგრამ ამაზე ჯერ არ მიფიქრია", - თქვა მან.

დეპუტატი ახლა უკმაყოფილოა იმით, რომ არ არსებობს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საკონტაქტო ადამიანი, რომელის გავლითაც მაჟორიტარულ ოლქებში დაგროვებულ პრობლემებს ხელისუფლებამდე მიიტანს.

"თუ საჭირო იქნება, უფრო მწვავე განცხადებებსაც გავაკეთებ იმისთვის, რომ ცოტა ვიღაც-ვიღაცებმა ყური შეიბერტყონ და რეაგირება დროულად მოახდნონ", - თქვა მან.

კახა კახიშვილი ისნის მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენელია პარლამენტში. ის მანამდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც იყო და მუშაობდა აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG