Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადონა - ერთი წლის შემდეგ


მადონა - ერთი წლის შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:07:33 0:00

მადონასთან პირველი ინტერვიუ ზუსტად ერთი წლის წინ ჩავწერეთ, საავადმყოფოდან რამდენიმე დღის გამოწერილი იყო - იქ კი იმიტომ მოხვდა, რომ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. თავის დაწვა იმიტომ სცადა, რომ საზოგადოების ყურადღება მიეპყრო და ხმამაღლა ელაპარაკა რა დაუძლეველი პრობლემები აქვთ საქართველოში ტრანსგენდერ ქალებს.

მას შემდეგ ერთი წელი გავიდა - მადონა ძველ, სექს-სამუშაოს შეეშვა, პირველად, ოფიციალურად შეძლო ეშოვა სამსახური როგორც ტრანსგენდერ ქალს და დაეწყო სწავლა.

ამ ინტერვიუში მადონა კიპაროიძე გვიყვება, როგორი იყო ეს ერთი წელი, რა შეიცვალა მისი და მისი მეგობრების ცხოვრებაში, ლაპარაკობს მოახლოებულ 17 მაისზე - ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეზე, გახშირებულ თავდასხმებსა და ლგბტქ თემის სირთულეებზეც.

მადონა დღეს 20 წლისაა და მას შარშანდელივით აღარ ეშინია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG