Accessibility links

site logo site logo

რუსეთის სასამართლომ სააღმსრულებლო პროცესი აღძრა რთე/რთ-ის წინააღმდეგ


რუსეთის სასამართლოს აღმასრულებელთა სამსახურმა სააღმსრულებლო პროცესი აღძრა რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების (რთე/რთ) რუსულენოვანი პროექტების წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლების თანახმად, კომპანიის წინააღმდეგ ეს ნაბიჯი გადაიდგა დაგროვილი გადაუხდელი ჯარიმების გამო, რომლებიც რთე/რთ-ს დაეკისრა „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის დარღვევისთვის.

მოსკოვში რადიო თავისუფლების ოფისის მუშაობაში არავინ ჩარეულა და არავინ დაუკავებიათ.

წლის დამდეგიდან რუსეთის მედიის სამეთვალყურეო უწყებამ, „როსკომნადზორმა“ სასამართლოს გაუგზავნა 520-მდე ოქმი რთე/რთ-ის მიერ „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის დარღვევის თაობაზე. რთე/რთ უარს ამბობს თავისი მასალის აღნიშვნაზე „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით.

რთე/რთ-მ გაასაჩივრა „როსკომნადზორის“ ოქმები, მაგრამ რუსეთის სასამართლოებმა ჯერჯერობით 250-ზე მეტი საჩივარი უკუაგდეს. საერთო ჯამში მაუწყებლის მიმართ დღემდე გამოწერილი ჯარიმები 70 მილიონ რუბლს (950 000 აშშ დოლარი) შეადგენს.

რთე/რთ-მ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს სთხოვა, რუსეთს ხელი შეუშალოს ამ ჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებების აღსრულებაში. კომპანიის თანახმად, ჯარიმების მიზანია, ჩააჩუმოს დამოუკიდებელი მედია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG