Accessibility links

site logo site logo

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა სანქციები „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა სანქციები „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ეროვნული უშიშროებისა დ თავდაცვის საბჭომ მიიღო ათთვიანი გამოძიების საფუძველზე. ამის შესახებ ზელენსკის ვებსაიტი იტყობინება.

შავ სიაში აღმოჩნდა 557 ყველაზე ცნობილი ბოროტმოქმედი. თითქმის ყველა მათგანი უცხოელია და უკრაინის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, თავად ქვეყანაში კი - მხოლოდ 34, რომელთაგან 17 უკვე იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამ ადამიანების აქტივები გაყინულია, თავად მათ კი ეკრძალებათ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. ანალოგიური ზომები იქნა მიღებული 111 კრიმინალური ავტორიტეტის მიმართ, რომლებიც უცხოეთის მოქალაქეები არიან. ამგვარად, „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა თითქმის 700 ადამიანი.

თავის მხრივ, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განმარტა, რომ შავ სიაში მყოფ უკრაინის იმ 15 მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი საჯაროდ იტყვის უარს დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირზე.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, სანქციების სიების შედგენაში მონაწილეობდა უკრაინის უშიშროების სამსახური, პოლიცია, ასევე დასავლელი პარტნიორები, მათ შორის ამერიკელი - FBI-დან და CIA-დან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG