Accessibility links

site logo site logo

კალათბურთელი გიორგი შერმადინი გულშემატკივრებმა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს


საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და ესპანეთის კლუბ “ლენოვო ტენერიფეს” წევრი გიორგი შერმადინი გულშემატკივრებმა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამით, ქართველი კალათბურთელი სეზონის MVP-ის გამოსავლენ პროცედურაში დაწინაურდა.

„გიორგი შერმადინმა გულშემატკივართა გამოკითხვა მოიგო, რაც ესპანეთის ლიგის MVP-ის გამოსავლენად მიმდინარეობდა. უახლოეს დღეებში გამოიკითხებიან ლიგის კალათბურთელები, მწვრთნელები და ჟურნალისტები, რის შემდეგაც საბოლოოდ გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზს. თითოეულ გამოსაკითხ სეგმენტს ოცდახუთპროცენტიანი ძალა აქვს და საბოლოოდ ის გახდება MVP, რომელი მოთამაშეც მეტ პროცენტს დააგროვებს”დაწერა ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებსაიტმა ACB.COM-მა.

გულშემატკივართა გამოკითხვა ლიგის ვებსაიტზე, ინსტაგრამსა და ტვიტერზე მიმდინარეობდა. შერმადინმა 19621 ხმა მიიღო და 7181 ხმით გაუსწრო უმთავრეს კონკურენტს - მადრიდის „რეალის“ ცენტრ ედი ტავარეშს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG