Accessibility links

site logo site logo

ყაზახეთში დააკავეს სატირული ბლოგების ავტორი


ყაზახეთის პოლიციამ დააკავა ტემირლან ენსებეკი, რომელიც სატირულ ბლოგებს აქვეყნებდა ინსტაგრამში „Qaznews24“-ი. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ენსებეკს ჩამოართვეს ტექნიკა ჩხრეკის დროს, რომელიც 15 მაისის დილით ჩატარდა მის ბინაში. ჟურნალისტის ცოლის ვარაუდით, ტემირლან ენსებეკი ეჭვმიტანლილია განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისათვის, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხეს ქმნიდა.


უცნობია, თუ რომელი ჩანაწერი გახდა ბლოგერის სამართლებრივი დევნის მიზეზი.

Qaznews24-ში გამოქვეყნებულ სატირულ პოსტებს სოციალურ ქსელში ფართო გამოხმაურება ახლდა. ერთ-ერთში საუბარი იყო იმაზე, რომ ყაზახეთის მუსულმანთა სასულიერო მმართველობა გამოვიდა წინადადებით, რომ მიენიჭოს ღმერთის სტატუსი ქვეყნის პირველ პრეზიდენტ, ნურსულთან ნაზარბაევს და ეს ცვლილება კონსტიტუციაში აისახოს.

ამასთან ენსებეკი აქტივისტია სამოქალაქო მოძრაობა Oyan, Qazaqstan-ის („გაიღვიძე, ყაზახეთო“), რომელიც ქვეყნაში მასშტაბური პოლიტიკური რეფორმების გატარებას მოითხოვს. პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ შეიკრიბა ტემერლან ენსებეკის რამდენიმე მხარდაჭერი, რომლებიც სკანდირებდნენ "სატირა დანაშაული არ არის", "თავისუფლება ტემერლანს"!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG