Accessibility links

site logo site logo

ასლან ბჟანია ბაშარ ასადს შეხვდება


ასლან ბჟანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია სირიაში იმყოფება. მისი პრესსამსახურის თანახმად, ეს ბჟანიას „ოფიციალური ვიზიტია“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ე.წ. პარლამენტის და მთავრობის წევრებიც არიან, შეხვედრებს დღეიდან გამართავენ. მათ შორის, დაგეგმილია ასლან ბჟანიას შეხვედრა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან და „აფხაზეთ-სირიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა“.

რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG