Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაღმაიძე დმანისიდან: იმედი მაქვს ესკალაციის საფრთხე აღარ არსებობს 


დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დმანისში იმყოფებოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მისი თქმით, დეტალების გარკვევის შემდეგ, ადგილობრივებმა მშვიდობისკენ გადადგეს ნაბიჯი. დეკანოზმა დმანისში ჩასვლის მიზეზებზეც ილაპარაკა.

„მოსახლეობისგან ჩვენ მიმართ მომართვიანობა ინტენსიურად ხდება. ვალდებულებაც გვაქვს, რომ გამოვიყენოთ ნდობის რესურსი, რაც ჩვენდამი არსებობს.

ყოფით ნიადაგზე მოხდა რამდენადაც ვიცი. აქ ჩვენი მრევლია, გვიკავშირდებიან, ყველასთვის სასარგებლოა მშვიდობა და ყველა ამისკენ იყო მოწოდებული. იმედი მაქვს, რომ ესკალაციის საფრთხე აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაძაბული ვითარება იყო, მოსახლეობას საკმაოდ მაღალი მზაობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ. ეს არის ხალხი, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ერთად, მშვიდობიანად ცხოვრება, ამიტომ ამის განცდა ყველას აქვს, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი, როგორღაც უნდა დასრულდეს“, - მღვდელმა.

დმანისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ დაპირისპირებულებმა შერიგების შესახებ გამოაცხადეს.

16 მაისს მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეირაღებული პირები ერთმანეთს. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, დმანისში ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის ფიზიკური დაპირისპირება. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლების მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები. ადგილობრივები დაძაბულობის ესკალაციაში გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებენ და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ.

დაპირისპირება გაგრძელდა 17 მაისს, დილით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ყველას მოუწოდა სიმშვიდისკენ იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG