Accessibility links

site logo site logo

ბაიდენის და პუტინის შეხვედრა შესაძლოა შვეიცარიაში გაიმართოს


აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ივნისისთვის განზრახული შეხვედრა შესაძლოა შვეიცარიაში გაიმართოს - ეს ინფორმაცია გამოცემა "კომერსანტს" წყაროებმა მიაწოდეს. კრემლი უარს ამბობს განცხადების გაკეთებაზე სამიტის სავარაუდო ადგილის შესახებ.

მოსკოვს ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, რომ სამიტი ჩატარდება. როგორც "კომერსანტს" აცნობეს, გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებული იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 19-20 მაისის შეხვედრის შედეგებზე.

შეხვედრის გამართვა ვლადიმირ პუტინს ჯო ბაიდენმა შესთავაზა, აპრილის შუა რიცხვებში შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს. კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. შეხვედრის ადგილად თეთრი სახლი მესამე ქვეყნის წინადადებით გამოვიდა. კრემლი აცხადებდა, რომ შეხვედრის თაობაზე ოფიციალური პასუხი არ გაუცია და წინადადება განხილვის პროცესშია.

"კომერსანტს" წყაროებმა აცნობეს, რომ ბაიდენმა პუტინს ევროპის რომელიმე ქვეყანაში შესთავაზა შეხვედრა, 15-16 ივნისს. გამოცემა Politico იუწყება, რომ შეხვედრის ადგილი შეიძლება იყოს რეიკიავიკი, პრაღა, ლიუბლიანა ან ბაქო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG