Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო" აქციზის გადასახადის გაუქმებას ითხოვს - შედეგად საწვავის ფასი 40 თეთრით შემცირდება


„ევროპულმა საქართველომ“ აქციზის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით თბილისში აქცია გამართა. როგორც პარტიის თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, ისინი აპირებენ საქართველოს მოქალაქეებამდე მიიტანონ გზავნილი, რომ მათი გასაჭირი „ქართული ოცნების“ მიერ გადასახადების გაზრდით და შემდეგ პანდემიის დროს არ შემცირებიათ.

„საწვავის ფასი გაზარდა ივანიშვილის რეჟიმმა, როდესაც გაგვიზარდა ყველას აქციზის გადასახადი, რომ მეტი ფული ჰქონოდათ საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმისთვის, ბიუროკრატიისთვის, მავნებლობისა და კორუფციისთვის. ეს გააკეთეს რამდენიმე წლის წინ და ამის შემდეგ ეს წნეხი აწევს ყველა ქართულ ოჯახს. მარტივი ნაბიჯით, აქციზის გადასახადის გაუქმებით შესაძლებელია 40 თეთრით საწვავის ფასის შემცირება, რაც აისახება შემდეგ ყველაფრის ფასზე. ზოგადად, შესაძლებლობებზე ყველა ჩვენი მოქალაქის, რომ აწარმოონ საქმიანობა, იშოვონ სამსახური, შეიძინონ პროდუქტი, გაუადვილდეთ ცხოვრება ამ საერთო გასაჭირის დროს. ეს არის მარტივი ნაბიჯი“, - თქვა გიგა ბოკერიამ აქციაზე გამოსვლისას. პარტია აპირებს კამპანიის წარმოებას ამ მოთხოვნის შესასრულებლად.

საწვავი საქართველოში 2020 წლის დასაწყისიდან ამ დრომდე 50 თეთრით არის გაძვირებული.

XS
SM
MD
LG