Accessibility links

site logo site logo

სერგეი ნარიშკინი უარყოფს, თითქოს რუსეთი იდგეს ამერიკულ კომპანია SolarWinds-ზე კიბერიერიშის უკან


რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა, „უაზრო“ და „უბადრუკი“ უწოდა ბრალდებას, თითქოს რუსეთი იდგეს აშშ-ის კომპანია SolarWinds-ის კომპიუტერებზე კიბერიერიშის უკან, რომელშიც რუსეთი დაადანაშაულეს აშშ-ისა და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებმა.

ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია BBC-სთან ინტერვიუში ნარიშკინმა განაცხადა, რომ მისთვის პატივი იქნებოდა, თუ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი იქნებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვა, მაგრამ „წესად არ აქვს, სხვა ავტორების შემოქმედებით წარმატება წარმოადგინოს, როგორც საკუთარი“.

აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ 16 აპრილს რუსეთს დაუწესა მორიგი სანქციები ბოროტად განზრახული ქმედებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთია გასულ წელს მომხდარი კიბერთავდასხმა, რაც კომპანია SolarWinds-ის პროგრამულ უზრუნველყოფას შეეხო.

ამერიკის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები და ტექნოლოგიური ფირმები აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმა რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს.
სანქციები დაწესდება ასევე, როგორც პასუხი 2020 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევაზე.

აშშ-ის სადაზვერვო უწყებების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და რუსეთის მთავრობა იდგნენ არჩევნებზე გავლენის მოხდენის ძალისხმევის უკან.

რუსეთმა არაერთხელ უარყო ჰაკერული თავდასხმისა და აშშ-ის არჩევნებზე ზეგავლენის მცდელობის ბრალდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG