Accessibility links

site logo site logo

სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავალნის სარჩელი


ალექსეი ნავალნი

მოსკოვის სამხედრო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, არ მიიღოს პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სარჩელი მთავარი სამხედრო საგამოძიებო სამმართველოს წინააღმდეგ. სარჩელი ეხება სამმართველოს უარს, საქმე აღძრას შარშან აგვისტოში პოლიტიკოსის მოწამვლის თაობაზე.

დასავლეთის მეორე სამხედრო ოლქის სასამართლოს 18 მაისს მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა ნავალნის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.

მოსმენაზე არც ნავალნი და არც მისი წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.

სასამართლოს დასკვნაში ნათქვამია, რომ სამმართველოს გადაწყვეტილება „კანონიერი და კარგად დასაბუთებულია“ და რომ ნავალნის სარჩელი „არ იმსახურებს განხილვას“.

სარჩელი უკავშირდება ალექსეი ნავალნის მოწამვლას აგვისტოში, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა და მძიმედ ავად გახდა გზაში. თვითმფრინავი ომსკში დაჯდა და ნავალნის სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს. ნავალნი რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს მის მოწამვლაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG