Accessibility links

site logo site logo

რუსეთის დუმის კანონპროექტმა შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს ნავალნის მომხრეებს


რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს რუსეთში ექსტრემისტულად მიჩნეული ორგანიზაციების წევრებს და ამ ორგანიზაციების მხარდამჭერებს. დოკუმენტი გამოქვეყნებულია სახელმწიფო დუმის ვებსაიტზე.

კანონპროექტის მიხედვით, ის გავრცელდება ისეთი ორგანიზაციების მომხრეებზეც, რომლებსაც მათთან კავშირი ჰქონდათ აკრძალვამდე სამი წლის განმავლობაში. პოტენციურად ეს პარლამენტში არჩევას აუკრძალავს ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს, თუკი სასამართლო მას ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებს. ეს საქმე უკვე განიხილება სასამართლოში.

ნავალნის თანამებრძოლმა ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა, რომ კანონპროექტი სპეციალურად ნავალნის გუნდისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ არის შექმნილი. მისი შეფასებით, აკრძალვა შეიძლება შეეხოს დაახლოებით 200 ათას ადამიანს, რომლებიც შეწირულებებით ეხმარებოდნენ ოპოზიციონერის ფონდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG