Accessibility links

site logo site logo

რა სურთ „შუაშისტებს“?


ავტორი: გიორგი აბულაძე

სიტყვა „შუაშისტი“ ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება. ის ახასიათებს ამომრჩეველს, რომელსაც არც „ნაცები“ სურს და არც „ქოცები“. ერთი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილისთვის წარსულში ადამიანთა უფლებების სისტემატიურ დარღვევასთან ასოცირდება, მეორე კი ეკონომიკურ სტაგნაციასთან.

ვერ აკმაყოფილებს პოლიტიკური ბაზარი ამომრჩეველთა მოთხოვნებს?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი, რომ მივიღოთ პირველყოვლისა უნდა განვასხვაოთ „ფსევდო-შუაშისტები“ და „ჭეშმარიტი შუაშისტები“ ერთმანეთისგან. „ფსევდო-შუაშისტები“ წარმოადგენენ იმ ნაწილს, რომლებიც მმართველ პარტიას ხმას აძლევენ, თუმცა ეთაკილებათ საკუთარი არჩევნის საჯაროდ გათქმა, რადგან ან არგუმენტები არ აქვთ პოზიციის დასაცავად ან უბრალოდ ანგარებით აქვთ გაკეთებული არჩევანი. ასეთი ტიპის ამომრჩევლების დევიზია „არც ქოცები, არც ნაცები, მაგრამ მაინც ქოცები“. „ჭეშმარიტი შუაშისტები“ კი ვფიქრობ განიცდიან გაუცხოვებას არსებული ე.წ. „მესამე ძალების“ მიმართ (ამაში საკუთარი წვლილი პრო-სახელისუფლებო პროპაგანდასაც შეაქვს). ასევე, პრობლემაა ის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ობიექტურ/სუბიექტური მიზეზებით საზოგადოების თვალში დისკრედიტირებულია. საბოლოოდ ვიტყოდი, რომ არა!-ბაზარი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, უბრალოდ პარტიებს კომუნიკაციის პრობლემა აქვთ ხალხთან. საჭიროა უფრო აქტიური კომუნიკაცია!

რა უნდა გააკეთონ „მესამე ძალებმა“ იმისათვის, რომ „შუაშისტების“ მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვონ მოახლოვებულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე?

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ბოიკოტის შეწყვეტა, ვფიქრობ კარგი დემონსტრირება იყო დამოუკიდებლობის „ენმ“-ისაგან. ხელმომწერმა პარტიებმა, როგორც იქნა შეძლეს საკუთარი იდენტობის ნათლად გამოხატვა (თუმცა სავარაუდოთ ეს პარტიები მხარდამჭერთა გარკვეულ ნაწილს, რომლებიც პროცესის მიმართ უფრო რადიკალურად იყვნენ განწყობილნი, დაკარგავენ. იმედი მაქვს მათი წილი არც ისე დიდი იქნება). პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იზრუნონ წინასაარჩევნო ალიანსის შექმნაზე და საერთო კანდიდატების დასახელებაზე, „ენმ“-ისაგან განცალკევებით (თუმცა ენმ-ისთან მუდმივი და მწვავე ოპონირება არამგონია მომგებიანი იყოს). თუ ამ პარტიებმა (მაგ. ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი…) აქტიური კამპანია აწარმოეს, მათ აქვთ შანსი ჯამურად ორნიშნა შედეგი მიიღონ ოქტომბრის არჩევნებში.

ასრულდება ბევრი „შუაშისტის“ ოცნება, ევროპული კოალიციური ხელისუფლების შესახებ?

შანსები რეალურია. ყველაფერი ოპოზიციის ხელშია. თუ მართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, პროპორციულ ნაწილში ხმების 43%-ზე ნაკლები მიიღო, 2022 წლის გაზაფხულზე დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც დიდი ალბათობით ეს უკანასკნელი სასტიკად დამარცხდება და კოალიცია გარდაუვალი გახდება. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ტრადიციულად დაბალია (50%-ზე ნაკლები), რაც მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებითა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით დამაჯერებლად გაიმარჯვოს. მაგრამ, წლევანდელ არჩევნებს უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ის პრაქტიკულად წყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში სამომავლოდ. ჩემი პროგნოზით აქტივობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსი იქნება (52%), „ქართული ოცნება“ 43%-ის ზღვარზე იქნება, მეორე ადგილზე „ენმ“-ი გავა (20-25%), მესამეზე ალბათ ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პარტია (10-15%). მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ პროგნოზია, ყველაფერს ქართველი ხალხი წყვეტს! სამწუხაროთ ამ ხალხის დიდი ნაწილი გაურბის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და არჩევნებზე არ მიდის!

„შუაშისტების“ კლასიკური შეკითხვა: გვეშველება რამე?

ადრე თუ გვიან–აუცილებლად! იბერიაც გაბრწყინდება! თუმცა ამ ყველაფრისთვის პირველი ნაბიჭი უნდა გადავდგათ და არჩევნებზე მივიდეთ!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG