Accessibility links

site logo site logo

ბლინკენი და ლავროვი პირველი შეხვედრისთვის ემზადებიან, დაძაბულობის ფონზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 19 მაისს ისლანდიაში პირველ შეხვედრას გამართავენ, ორ გლობალურ მეტოქე სახელმწიფოს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე.

აშშ-ის და რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ბლინკენი და ლავროვი შეხვედრას გამართავენ რეიკიავიკში მიმდინარე არქტიკის საბჭოს შეხვედრის დროს, რათა მოემზადონ ივნისში შესაძლო სამიტისთვის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენს და ვლადიმირ პუტინს შორის.

თუმცა, ბლინკენის და ლავროვის განხილვის თემები სავარაუდოდ სხვა საკითხებსაც მოიცავს. აშშ-სა და რუსეთს შორის კავშირები დგას ცივი ომის პერიოდის დაძაბულობის დაბრუნების საფრთხის წინაშე. ორ სახელმწიფოს შორის უთანხმოებას ბევრი საკითხი იწვევს - მათ შორის უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა, არქტიკასთან მიმართებით პოზიციების გასამყარებლად მიმდინარე მანევრები, რუსეთის მიერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან, ალექსეი ნავალნისთან მოპყრობა, რუსეთის "ჩრდილოეთის ნაკადი 2" გაზსადენის პროექტი და აშშ-ის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები რუსეთის მიერ წარმოებული კიბერთავდასხმების და დასავლეთის საარჩევნო პროცესებში ჩარევის შესახებ.

"ვამჯობინებდით რუსეთთან უფრო სტაბილური და წინასწარ განსაზღვრული ურთიერთობა გვქონდეს" - თქვა ბლინკენმა 18 მაისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG