Accessibility links

site logo site logo

საფრანგეთი გამოდის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით, უშიშროების საბჭო ვერ შეთანხმდა ისრაელი-ღაზის კონფლიქტზე


საფრანგეთი, ეგვიპტესთან და იორდანიასთან კოორდინირებით, გაეროს უშიშროების საბჭოში გამოვიდა რეზოლუციით, რომელიც მოიცავს მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ისრაელისა და ღაზის სისხლიან კონფლიქტში.

18 მაისს, გვიან საღამოს საფრანგეთმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ეგვიპტის პრეზიდენტი, აბდელ ფატა ალ-სისი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმდნენ ვიდეოკონფერენციის დროს, რომელშიც იორდანიის მეფე, აბდულა მეორეც მონაწილეობდა. "სამი ქვეყანა შეთანხმდა სამ მარტივ ელემენტზე: სროლა უნდა შეწყდეს, მოვიდა ცეცხლის შეწყვეტის დრო და საკითხი გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს" - აცხადებს საფრანგეთის საპრეზიდენტო სასახლე.

ერთი დღით ადრე, მაკრონი ხაზს უსვამდა ეგვიპტის ჩართულობის მნიშვნელობას, მას შემდეგ, რაც ალ-სისისთან პარიზში გამართა მოლაპარაკება. ეგვიპტის პრეზიდენტი საფრანგეთში მონაწილეობას იღებდა კონფერენიაში, რომელზეც მსჯელობდნენ აფრიკისთვის დახმარების გამოყოფაზე, კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

უშიშროების საბჭომ ვერ მოახერხა მიეღო მარტივი დეკლარაცია ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის განახლებასთან მიმართებით. აშშ-მა - ისრაელის მთავარმა მოკავშირემ - უარყო დეკლარაციის წინა სამი პროექტი, რომლებიც ჩინეთის, ნორვეგიის და ტუინისის მიერ იყო შეთავაზებული და ბრძოლის დასრულების მოწოდებით გამოდიოდა. ჩინეთი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საფრანგეთის მოწოდებას.

18 მაისს ინტენსიურმა საჰაერო და სარაკეტო იერიშებმა კონფლიქტის ორივე მხარეს კიდევ მოიტანა მსხვერპლი.

ღაზის ჯანდაცვის მესვეურები აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმებს "ჰამასის" მიერ მართულ ანკლავში საერთო ანგარიშით ემსხვერპლა 217 პალესტინელი, მათ შორის 63 ბავშვი, დაიჭრა 1,400-ზე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG