Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის ცნობით, 3500 დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის დაკავებულია აღსრულების ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს.

სუს-ის თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულმა მოქალაქეს გამოსახლების პროცესის აღსრულების ექვსი თვის ვადით შეჩერების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3 500 აშშ დოლარი.

გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, რაც სასჯელის სახით შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG