Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს ჩვენი წევრი საარჩევნო კომისიაში“ - ინაშვილი


ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მისი ყოფილი თანაპარტიელი ფრიდონ ინჯია „იჩენს სიწუწკეს“ და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი საარჩევნო კომისიაში.

„მართალია, საჯარო განცხადებებში ის აღნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის წართმევისთვის კი არ იბრძვის, არამედ თურმე საკუთარი წევრი უნდა რომ ჰყავდეს საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ბატონ ფრიდონს გადასარევად უნდა ესმოდეს, რომ მას არ ეკუთვნის საარჩევნო კომისიებში წევრი და როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის, ე.ი. მიდის იმაზე, რომ ეს წევრი წაგვართვან პატრიოტთა ალიანსს“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

ფრიდონ ინჯია პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა, თუმცა შემდეგ დატოვა ეს პარტია და დააფუძნა ახალი „ევროპელი სოციალისტები“.

ინაშვილის მტკიცებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტით, საარჩევნო კომისიებში წევრი ეკუთვნის იმ პარტიას, რომელმაც მიიღო „სრულფასოვანი მონაწილეობა არჩევნებში“ და გადალახა ბარიერი.

მისივე თქმით, ფრიდონ ინჯია „სრულ მორჩილებაში“ ჰყავს „ქართული ოცნების“ ლიდერს ირაკლი კობახიძეს.

„ერთადერთი პარტია, რომელმაც გაყალბების გამო უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და რომლის განცხადებაც "ქართულმა ოცნებამ" სასწრაფოდ დააკმაყოფილა და მოგვიხსნა უფლებამოსილებები, ვართ ჩვენ - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, - ამბობს ირმა ინაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG