Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი და ლავროვი მზად არიან ითანამშრომლონ იქ, სადაც აშშ-სა და რუსეთს საერთო ინტერესები აქვთ


ენტონი ბლინკენი (მარცხნივ) და სერგეი ლავროვი რეიკიავიკში.
ენტონი ბლინკენი (მარცხნივ) და სერგეი ლავროვი რეიკიავიკში.

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ორმხრივი შეხვედრა. შეხვედრის დასაწყისში მათ განაცხადეს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ გარკვეულ საკითხებში, რომლებშიც საერთო ინტერესები აქვთ.

ბლინკენმა 19 მაისს განაცხადა, რომ ბევრი სფეროა, სადაც აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები იკვეთება და თუკი აშშ და რუსეთი თანამშრომლობას შეძლებენ, მსოფლიო უფრო უსაფრთხო იქნება.

ამასთან, ბლინკენმა თქვა, რომ „თუკი რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, ჩვენ მას პასუხს გავცემთ.“

ლავროვმა ბლინკენს უთხრა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის აზრთა სერიოზული სხვადასხვაობაა გეოპოლიტიკის შეფასებაში, მაგრამ, მისი თქმით, რუსეთი მზადაა განიხილოს ყველა საკითხი, თუკი დიალოგი „პატიოსანია“ და ურთიერთპატივისცემას ემყარება.

ეს ორი ლიდერის პირველი შეხვედრაა პირისპირ მას შემდეგ, რაც იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა ჯო ბაიდენმა დაიკავა.

მოლაპარაკებები იმართება არქტიკული საბჭოს შეხვედრის კულუარებში, ივნისში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო სამიტის წინ, და წარმოადგენს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG