Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კაპიტოლიუმზე თავდასხმის დამოუკიდებელ გამოძიებას


დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმთან. 2021 წლის 6 იანვარი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი ორპარტიული კომისიის შექმნას დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში მოწყობილი მასობრივი არეულობების გარემოებათა გამოსაძიებლად. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 252-მა წევრმა, 175-ის წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკელების ლიდერები კომისიის შექმნას ეწინააღმდეგებიან, დემოკრატების ინიციატივა გაიზიარა რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილმა.

საგამოძიებო კომისიის შექმნას კენჭი უნდა უყაროს სენატმაც, სადაც რესპუბლიკელებს და დემოკრატებს 50-50 წევრი ჰყავთ. კომისიის შესქმნელად სულ მცირე 60 სენატორის თანხმობაა საჭირო. რესპუბლიკელების ლიდერმა, სენატორმა მაკკონელმა განაცხადა, რომ მხარს ვერ დაუჭერენ დემოკრატების ცალმხრივ და დაუბალანსებელ წინადადებას მით უმეტეს, რომ კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე კონგრესში უკვე მიმდინარეობს რამდენიმე გამოძიება.

2021 წლის 6 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG