Accessibility links

site logo site logo

კრემლი „პოზიტიურ სიგნალს“ უწოდებს აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების „კონსტრუქციულ მოლაპარაკებას“


მიუხედავად სერიოზული უთანხმოებისა, კრემლმა „პოზიტიური სიგნალი“ უწოდა 20 მაისს აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების „კონსტრუქციულ საუბარს“ რეიკიავიკში, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის პოტენციური სამიტის წინ.
ისლანდიაში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა არის პირველი პირდაპირი კონტაქტი ორი მეტოქე ქვეყნის მაღაკ წარმომადგენელს შორის მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი გახდა დემოკრატი ჯო ბაიდენი.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, 20 მაისს განაცხადა, რომ მოსკოვი გაანალიზებს რეიკიავიკში გამართულ მოლაპარაკებას, ვიდრე პუტინი მიიღებდეს ამათუიმ გადაწყვეტილებას ჯო ბაიდენთან უმაღლესი დონის შეხვედრის თაობაზე.

პესკოვმა მისასალმებელი უწოდა აშშ-ის ნაბიჯს, უარი თქვას სანქციებზე რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებული გერმანია-რუსეთის დამაკავშირებელი გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 19 მაისს განაცხადა, რომ ბევრი სფეროა, სადაც აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები იკვეთება და თუკი აშშ და რუსეთი თანამშრომლობას შეძლებენ, მსოფლიო უფრო უსაფრთხო იქნება.

ამასთან, ბლინკენმა თქვა, რომ „თუკი რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, ჩვენ მას პასუხს გავცემთ.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG