Accessibility links

site logo site logo

გუგლი ასაჩივრებს დუგინთან ასოცირებული ტელეარხ „ცარგრადის“ YouTube-ის პლატფორმაზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას


ალექსანდრ დუგინი

კორპორაცია გუგლის რუსეთის ფილიალი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს რუსეთის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მოითხოვა ულტრაკონსერვატიული რუსული ინეტერნეტ-ტელევიზიის „ცარგრადის“ ანგარიშის აღდგენა YouTube-ის პლატფორმაზე.

თუ გუგლი არ შეასრულებს სასამართლოს ვერდიქტს, მაშინ კომპანიას ემუქრება 100 000 რუსული რუბლის ჯარიმის გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისათვის დადგენილი ვადის ყოველ გადაცილებულ დღეზე. ყოველ გადაცილებულ კვირაში საჯარიმო თანხა ორჯერ გაიზრდება, რამაც 7 თვის განმავლობაში შეიძლება შეადგინოს 94 მილიონი რუსული რუბლი.


20 მაისს გუგლმა განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ძალიან არაპროპორციულ ჯარიმას იმ პრობლემასთან შედარებით, რაც დავის საგანს წარმოადგენს.


გუგლმა, რომელიც ფლობს პლატფორმა იუთუბს, გასული წლის ივლისში რუსული ინტერნეტ-არხი „ცარგრადი“ დაბლოკა იმის გამო, რომ მისი მფლობელი, კონსტანტინ მალოფეევი, აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება. თავად მალოფეევმა ჟურნალ „ფორბსთან“ საუბარში კომპანიის მოქმედებას ცენზურა უწოდა.

საარბიტრაჟო სასამართლოს 6 მაისის გადაწყვეტილებით უნდა განიბლოკოს ასევე ტელეარხის ყოფილი მთავარი რედაქტორის, კრემლთან დაახლოებული ულტრაკონსერვატორი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ანგარიშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG