Accessibility links

site logo site logo

ზღვის უბნის დასახლებაში ხანძარი ჩააქრეს


თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, მონადირის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარის ჩაქრობის შესახებ იუწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ იყო დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ინიციატორის გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიან შენობაზე. ამავე ცნობით, შენობაში განთავსებული იყო საწყობი და ავეჯის საამქრო.

„შენობის სიახლოვეს არის დასახლებული ტერიტორია და არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა სწრაფი რეაგირების შედეგად საშიშროების თავიდან არიდება დროულად მოხერხდა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", - იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG