Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შუქრუთი +“ მზად არის პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ჩართოს


შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, მისი კონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +“ მზად არის სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მცხოვრების მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართვის შესახებ დააკმაყოფილოს. კომპანიის პირობა არის, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავიდეს სამართლებრივ სივრცეში.

გარდა ამისა, კომპანია მედიასა და არასამთავრობო სექტორს თხოვნით მიმართავს სამართლებრივი განხილვისა და გამჭვირვალობის მიზნით ჩაერთონ პროცესში.

„ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სამუშაოების მწარმოებელი კომპანია აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და არ უნაზღაურებს მათ შესაბამის ზარალს, არის ყალბი და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამას ადასტურებს მოსახლეობასთან გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმი, ხელშეკრულებები და უკვე გაცემული კომპენსაციები. ცნობისთვის შპს „შუქრუთი +„ კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს, რაც ჯამურად დღეისათვის ორ მილიონ ლარამდეა.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, კვლავ ძალაშია შეთავაზება გაფიცულებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომელსაც სოფელ შუქრუთის მოსახლეობა, გარდა ამ რამდენიმე ოჯახისა სრულად უერთდება. შეთანხმების შემთხვევაში გაფიცულები კომპანიის მხრიდან კომპენსაციას კონკრეტულ ვადებში, გეგმის მიხედვით მიიღებენ. აქვე განვმარტავთ, რომ ასანაზღაურებელი ზიანის თანხის ოდენობა შეფასებულია კერძო აუდიტორის მიერ ამ მოსახლეობის კუთვნილი მთელი ქონების საბაზრო, სარეალიზაციო ღირებულებაზე გაცილებით მეტად და ეს იმ გარემოებაში, როდესაც მთელი ქონება კვლავ რჩება სოფლის მოსახლეს", - აცხადებს კომპანია.

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მაღაროსთან, სამმა ადგილობრივმა საარსებო გარემოს დაზიანების გამო, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი აპროტესტებს „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშაობას სოფელში, რაც, მათი თქმით, სახლების ნგრევას იწვევს და გარემოზე უარყოფითად მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG