Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში შეხვედრის წინ, ისრაელმა ახალი იერიში მიიტანა ღაზაზე


20 მაისს ისრაელმა ახალი საჰაერო იერიშები განახორციელა ღაზის სექტორის მასშტაბით, რასაც სულ მცირე ერთი პალესტინელი ემსხვერპლა და რამდენიმე დაიჭრა. ისრაელი აგრძელებს თავის საჰაერო კამპანიას, მიუხედავად აშშ-ის მოწოდებისა შემცირდეს შეტევების ინტენსივობა.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლა იზრდება, თუმცა ის, როგორც სჩანს, ცდილობს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს "ჰამასს" - რომელმაც ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა ისროლა.

პარალელურად, ძლიერდება დიპლომატიური ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად. ოფიციალური პირები, რომლებიც მოლაპარაკებებს ადევნებენ თვალს, აცხადებენ, რომ ზავი შესაძლოა უახლოეს 24 საათში გამოცხადდეს.

193-წევრიანი გაეროს გენერალური ასამბლეა 20 მაისს ღია შეხვედრას გამართავს ისრაელის და პალესტინელების კონფლიქტზე.

XS
SM
MD
LG