Accessibility links

site logo site logo

აშშ-ისა და რუსეთს შორის უთანხმოებაა არქტიკის სამხედრო და ეკონომიკური განვითარების საკითხებთან მიმართებით


აშშ-ისა და რუსეთს შორის უთანხმოებაა არქტიკის სამხედრო და ეკონომიკური განვითარების საკითხებთან მიმართებით, იმ ფონზე, როცა რეგიონი ცდილობს გაუმკლავდეს კლიმატის ცვლილების შედეგებს.

20 მაისს, რეიკიავიკში, არქტიკის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვაშინგტონმა მხარდაჭერა მოიპოვა მოსკოვის გეგმების შესაკავებლად ჩრდილოეთით, იმ პერიოდში, როცა რუსეთი საბჭოს მორიგე თავმჯდომარეობისთვის ემზადება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჯგუფმა კვლავ უნდა იმუშაოს გარემოს დაცვის, საზღვაო უსაფრთხოების და რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის კეთილდღეობის საკითხებზე. რუსეთი, თავის მხრივ, ცდილობს საზღვაო წესები დაადგინოს ჩრდილოეთის ზღვაში.

ბლინკენმა ხაზი გაუსვა "ეფექტიანი მმართველობის და კანონის უზენაესობის" პრინციპების დაცვის მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ "არქტიკა დარჩება რეგიონად, სადაც არ იქნება კონფლიქტი და სადაც ქვეყნები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ".

აშშ აქამდეც აყენებდა კითხვის ქვეშ რუსეთის მიერ შეთავაზებულ საზღვაო წესების კანონიერებას და ღრმა ეჭვებს გამოხატავდა შორეულ ჩრდილოეთში რუსეთის სამხედრო ქმედებების შესახებ.

არაერთი საგარეო საქმეთა მინისტრი - მათ შორის კანადის, ისლანდიის, ფინეთის, ნორვეგიის და შვედეთის - იმეორებს ბლინკენის მოწოდებას არქტიკის მშვიდობიან, უკონფლიქტო რეგიონად დატოვებაზე, რომელსაც საერთაშორისო ძალები და არა ინდივიდუალური სახელმწიფოები მართავენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი შეშფოთებულია ნორვეგიაში, რუსეთის საზღვართან ახლოს უცხოეთის ჯარების განთავსებით. ლავროვმა კითხვის ქვეშ დააყენა ნატოს მოტივაცია რეგიონში ბომბდამშენების და წყლქვეშა ნავების განლაგებისას. ნატოს წევრმა ნორვეგიამ, რომელიც საზღვრის მოკლე მონაკვეთს იყოფს რუსეთთან, გასულ თვეში აშშ-ს უფლება მისცა ობიექტების აშენებაზე ნორვეგიის სამ სამხედრო აეროპორტსა და ერთ საზღვაო ბაზაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG