Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი გააუქმებს COVID-19-თან დაკავშირებული აკრძალვების უდიდეს ნაწილს


უნგრეთი გააუქმებს COVID-19-თან დაკავშირებული აკრძალვების უდიდეს ნაწილს, მათ შორის კომენდანტის საათს, როგორც კი აცრილთა რაოდენობა 5 მილიონს მიაღწევს ამ კვირის ბოლოს, განაცხადა 21 მაისს პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

ყოველკვირეულ რადიოინტერვიუში ორბანმა თქვა, რომ აღარ იქნება საჭირო პირბადეების ხმარება და ღია ცის ქვეშ ნებადართული იქნება 500-მდე ადამიანის შეკრება. დახურულ სივრცეში შეკრებები ნებადართული იქნება ვაქცინაციის ბარათის მქონეთათვის.

„ეს ნიშნავს, რომ დავამარცხეთ პანდემიის მესამე ტალღა,“ თქვა ორბანმა და დასძინა, რომ დროა „გამოვემშვიდობოთ პირბადეებს“ საჯარო სივრცეში.

უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრია, რომელმაც დაუშვა რუსული და ჩინური ვაქცინების ფართო მასშტაბით გამოყენება, თუმცა ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ჯერ არ შეუმოწმებია ან მოუწონებია ისინი.

ამჟამად უნგრეთს ევროკავშირში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს - 10-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG