Accessibility links

site logo site logo

5 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის გამო კაცს 15 წლით პატიმრობა შეეფარდა


ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ კაცს, რომელმაც 5 წლის ბავშვის ასაკობრივი უმწეობით ისარგებლა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის თანახმად, შემთხვევა დმანისის რაიონის სოფელ მამულოში მოხდა. სამართალდამცველებმა ს.ა. 2021 წლის 9 იანვარს დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამულოში ს.ა.-მ ისარგებლა 5 წლის ლ.ა.-ს ასაკობრივი უმწეობით, რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა“, - განმარტავენ პროკურატურაში.

უწყების თანახმად, ბრალდება წარდგენილი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.

პროკურატურის ცნობით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 5 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ჩადენის გამო ბრალდებული კაცი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG