Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 10 ადამიანი დაიღუპა მიწისქვეშა გამწმენდი სამუშაოების დროს


რუსეთში, დონის როსტოვის ოლქში 10 მუშა დაიღუპა სოფელ დმიტრიადოვკაში მდებარე წყალკანალის კოლექტორზე მიმდინარე სამუშაოების დროს. დაშავებული 8 მუშა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, გამწმენდ ნაგებობაში, სადაც სამუშაოები ტარდებოდა, მეთანის გაზის გაჟონვა მოხდა, რამაც მუშების მოწამვლა გამოიწვია.

ტაგანროგის მერზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო საშუალება „ინტერფაქსი“ იუწყება, რომ შემთხვევის ადგილზე მაშველები აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. უცნობია, თუ მთლიანობაში რამდენი მუშა იმყოფებოდა კოლექტორში.

მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საწარმო უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნათა დარღვევის მუხლით, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანების დაღუპვა. შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის კრიმინალისტთა ჯგუფი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG