Accessibility links

site logo site logo

მტკვარში 60 წლამდე კაცს ეძებენ


როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, სამაშველო ოპერაციაში 50 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი, 3 მცურავი საშუალება და დრონია ჩართული. ადგილობრივების განცხადებით, 60 წლამდე კაცი გუშინ მეტეხის ხიდთან პირუტყვს მწყემსავდა, მტკვარში ჩავიდა და გაუჩინარდა. სოფლის მცხოვრებლებმა და მაშველებმა მისი ძებნა გუშინვე დაიწყეს, მაგრამ უშედეგოდ. ძებნის ოპერაცია დღეს დილიდან კვლავ განახლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG