Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე: "შემოვლენ, რადგან მათ ძალიან უნდა შემოსვლა"


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევა, საკანონმდებლო ორგანოში შევლენ ცალკეული წევრები, პარტია კი გარეთ დარჩება. თუმცა ის ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის სასარგებლოდ.

„მე ერთი კვირის წინაც, ორი კვირის წინაც, 6 თვის წინაც ვამბობდი, რომ ისინი აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში და შემოვლენ კიდეც პარლამენტში. თუ არ შემოვლენ, მოხდება ის, რაც მოხდა „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაში - ყველა შემოვა და პარტია იტყვის, რომ არ შემოდის. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მოლოდინი მაქვს, რომ ისინი ნამდვილად შემოვლენ და ეს იქნება კიდევ ერთი სირცხვილი, რომ ვერც ერთი მათი წინადადება, ვერც ერთი მათი პრინციპი ბოლომდე ვერ გაიტანეს. რა თქმა უნდა, ისინი შემოვლენ, რადგან მათ ძალიან უნდა შემოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოიშლებიან კიდევ უფრო მეტად, ვიდრე დღეს არიან ჩამოშლილები. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რაზე მოაწერენ ხელს და რაზე არ მოაწერენ, შარლ მიშელის დოკუმენტი მუშაობს და ის, რომ ეს არის ანტიდასავლური ძალა, ეს არაერთხელ დაუდასტურებიათ მათ როგორც თავისი ქმედებებით, ისე მათი განცხადებებით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG