Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში ულტრამარათონის 21 მონაწილე დაიღუპა ამინდის მკვეთრად გაუარესების გამო


შაბათს ჩინეთში ულტრამარათონის 21 მონაწილე დაიღუპა ტრასაზე, რომელზეც, ორგანიზატორთათვის მოულოდნელად, მკვეთრად გაუარესდა ამინდი.

100-კილომეტრიანი მარათონი მთიან რაიონში ჩატარდა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია განსუში. მარათონელებმა მზიან ამინდში აიღეს სტარტი, სპორტსმენები მსუბუქად იყვნენ ჩაცმული, ბევრ მათგანს თან არ ჰქონდა თბილი ტანსაცმელი. სტარტიდან რამდენიმე საათში მთებში მკვეთრად აცივდა, ტემპერატურა 6 გრადუსამდე დაეცა, ამოვარდა ძლიერი ქარი და ყინულოვანი წვიმა წამოვიდა.

მარათონი გააჩერეს და მორბენალთა საძებრად მაშველები გაემართნენ. მარათონში 172 ადამიანი მონაწილეობდა, ზოგმა შეწყვიტა სირბილი, როცა ამინდმა გაუარესება დაიწყო. სხვებმა სირბილი გააგრძელეს და მთებში აღმოჩნდნენ იმ დროს, როცა რეგიონს სტიქია დაატყდა. კვირას 151 მარათონელი გადაარჩინეს და 21 სპორტსმენის გვამები იპოვეს. ისინი გადამეტციების გამო დაიღუპნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG