Accessibility links

site logo site logo

ღაზაში მიღწეული ზავის შემდეგ, ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩადის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩავა, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გაფორმდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რითიც დასრულდა ისრაელსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის 11 დღის განმავლობაში გაგრძელებული საჰაერო იერიშები.

ბლინკენი ვაშინგტონს 24 მაისს დატოვებს და ჯერ ისრაელში ჩავა, შემდეგ ესტუმრება დასავლეთის სანაპიროს, იორდანიასა და ეგვიპტეს. ეს იქნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენლის პირისპირ შეხვედრები იმ ძალადობის გარშემო, რომელსაც 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, უმეტესად ღაზაში.

ტურნეს დროს, ბლინკენი "შეხვდება ისრაელის ლიდერებს, ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ურყევი ერთგულების თაობაზე", - ამბობს ბაიდენი განცხადებაში. ამასთან, განცხადების თანახმად, ბლინკენი ასევე "გააგრძელებს ადმინისტრაციის ძალიხმევას პალესტინელი ხალხის და ლიდერებთან კავშირების და მათი მხარდაჭერის აღსადგენად, წლების განმავლობაში უგულებელყოფის შემდეგ".

ბლინკენი ასევე შეხვდება რეგიონში მთავარ პარტნიორებს, "მათ შორის კოორდინირებულ საერთაშორისო ძალისხმევაზე საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილ იყოს ღაზისთვის დაუყოვნებელი დახმარების მიწოდება, ისე, რომ ის წაადგეს ხალხს და არა 'ჰამასს', და მომავალ თვეებში კონფლიქტის საფრთხის შესამცირებლად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG