Accessibility links

site logo site logo

გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაწევრება მოითხოვა


გრიგოლ ვაშაძე

პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, დეპუტატ გრიგოლ ვაშაძის მიმართვა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაწევრების შესახებ. როგორც სხდომაზე განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, კომიტეტში დამატებით წევრის მისაღებად თავისუფალი კვოტა არ არის დარჩენილი.

„კომიტეტში არის 15 წევრი, შესაბამისად, კომიტეტი შევსებულია და დამატებით წევრს ჩვენ ვერ მივიღებთ. ეს საკითხი შეიძლება განხილულ იქნას მას შემდეგ, რაც ახალი კვოტების თანახმად გადანაწილდება წევრების რაოდენობა და გამოთავისუფლდება ადგილი უფრაქციო დეპუტატისთვის“, - განმარტა სამხარაძემ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, კვოტების გადანაწილების საკითხზე, მას შემდეგ იმსჯელონ, რაც პარლამენტი „რეგლამენტის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

გრიგოლ ვაშაძემ „შარლ მიშელის დოკუმენტს“ ხელი 20 აპრილს მოაწერა. მან 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ ტოვებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაკავებულ ყველა თანამდებობას და პარტიიდან გადის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG