Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგა ქალაქში გამოფენილ ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის დროშებს ჩამოხსნის მსოფლიო ჩემპიონატის დროს


ბელარუსის ისტორიული თეთრ-წითელ-თეთრი დროშა ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშებს შორის. რიგა, 2021 წ. 24 მაისი.
ბელარუსის ისტორიული თეთრ-წითელ-თეთრი დროშა ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშებს შორის. რიგა, 2021 წ. 24 მაისი.

ლატვიის დედაქალაქი რიგა ქალაქში გამოფენილ ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის დროშებს ჩამოხსნის ამ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა ქალაქის მერმა მარტინშ სტაკისმა. მანამდე ფედერაციის თავმჯდომარემ, რენე ფაზელმა მოითხოვა დროშების ჩამოსხსნა.

ფაზელის წერილის მიზეზი გახდა რიგის მერიის გადაწყვეტილება, ბელარუსიის წითელ-მწვანე სახელმწიფო დროშა შეცვალოს თეთრ-წითელ-თეთრი დროშით, რომელსაც ბელარუსის ოპოზიცია იყენებს.

სტაკისმა სახელმწიფო დროშის შეცვლა იმით ახსნა, რომ ის, მისი აზრით, „სიმბოლოა რეჟიმისა, რომელიც ტერორიზმს ეწევა“. ფედერაციის მოთხოვნაზე, მოიხსნას მისი დროშებიც, სტაკისმა დაწერა, რომ „ყველამ თავად უნდა აირჩიოს მხარე - თავისუფლების მოსურნე ხალხი თუ სისხლიანი დიქტატორი“. ამავე დროს ჩამოხსნეს რუსეთის ფედერაციის დროშები და ის რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სიმბოლიკით შეცვალეს.

ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი 21 მაისიდან 6 ივნისამდე ტარდება რიგაში. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ტურნირი მინსკშიც გაიმართებოდა. მაგრამ ბელარუსის ნაწილი გაუქმდა ხელისუფლების მიერ ოპოზიციის მკაცრი შევიწროების ფონზე. ოპოზიცია აპროტესტებს აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და მას გაყალბებულად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG