Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა


„რიონის ხეობის მცველებმა" თბილისში გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების შემდეგ ვარაზის ხევის გავლით გადაწყვიტეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაბრუნება.

ამ წუთისთვის გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG