Accessibility links

site logo site logo

"მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთს" - ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედასი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ვიდეოს საელჩო ავრცელებს.

"103 წლის წინ ლიეტუვა და საქართველო წარმოადგენდნენ ორ ერს, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მცირე კონტაქტი გვქონდა, ჩვენი განწყობილება თავისუფლების მოპოვების დიდ ბრძოლაში საერთო იყო.

საუკუნეზე მეტი გავიდა და ჩვენი სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან: თავისუფლებით გაერთიანებულები, ჩვენ მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთს. ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას შექმნან დემოკრატიული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა", - აცხადებს პრეზიდენტი მისალოც ტექსტში.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG