Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოტრიალებული ყაყაჩო


ავტორი: გიგა გოგოლაური

ყველაფერი გაზაფხულის ერთ თბილ საღამოს დაიწყო, სითბო რომელიც თანაბრად ემეგობრობედა მხოლოდ იმ ორს, სიმშვიდის სურნელით იყო გაჯერებული. სწორედ მათ ვინც მთელი არსებით ჩაიძირნენ სამყაროს თბილი ტალღის ყველაზე დიდ მორევში, შეძლეს ეპოვათ რასაც ადამიანები მთელი თავისი ცნობიერი ცხოვრების განმავლობაში ეძებენ.. მათ შეძლეს და დაინახეს სამყარო ვარდისფერი ავტობუსის ფანჯრიდან, რომელიც უმისამართოდ ინერციით, შეუჩერებლად მიქრის და ამ დროს ერთადერთი ნატვრაღა რჩებათ, სიყვარულის ეშაფოტზე ასულებს, რომ მუსიკის ფონზე დაწყებული ეს მოგზაურობა არასოდეს დასრულდეს!

ჩვენ გავსინჯეთ თავისუფლების ნაგლეჯი ბედნიერება! ჩვენ ყველას დავემალეთ.. თითქოს სამყარო დაიხუჭა და თვალის გახელის გარეშე ცდილობდა ჩვენს პოვნას, თითქოს დრო რომელიც ყველასთვის თანაბრად და უპირობოდ დაუნდობელია, მხოლოდ ჩვენ ორს გვესარჩლებოდა მარადიულ უსასრულობასთან!

სიზმარში თავისუფალი ვარდნის დროს განცდილი სიმსუბუქე! სწორედ ეს არის იმ გრძნობის ხატვის ფერთა გამა, რომელსაც კლიმტი ფუნჯით ჭამდა.. რომლის დანახვაც მხოლოდ ფართოდ დახუჭული თვალებით არის შესაძლებელი, ეს არის გრძნობა, რომელიც ყველაზე მეტად არის ახლოს, სულის იმ მცირე ნაწილაკებთან, რომლებმაც ომი მოუგეს ადამიანური ბუნების უღირს გამოვლინებებს! სწორედ ამ დროს მთელი არსებით გწამს, რომ დანტე მხოლოდ შენთვის წერდა, რომ სილაში ვარდი მხოლოდ შენ შეგიძლია მოწყვიტო, გწამს რომ სიყვარულის ტაძარი მხოლოდ შენთვის ააშენეს, სადაც ლოცვა როგორც ღმერთს, მხოლოდ შენ შეგიძლია!

ფანჯრის მინაზე მოცეკვავე მზის სხივებს გავდნენ რომელსაც პატარა თითებით დიდი გენია ეფერებოდა. ამ კონტურის ყოველ შტრიხს, თვით რენუარი აკვირდებოდა ზეციური სახელოსნოდან. ცოცხალი იყო, ეს იყო დაუვიწყარი წამი რომლის არსებობასა და არარსებობას შორის გავლებულ ხიდზე მხოლოდ ჩვენ გავბედეთ სიარული! მხოლოდ ჩვენ ვიყავით saint-germain-ის ბულვარის საპატიო სტუმრები!

სრულიად შესაძლებელი ყოფილა ფრიდას ფრენის დროს დანახული სამყაროს აღქმა, მხოლოდ კედელზე პატარა შავი წერტილის გულმოდგინედ დაკვირვებით.

თუ ჯერ ამ წერტილს ვიპოვით!..კედელს კი ყოველთვის ამშვენებს წარწერა: “იასამანს ყვავილობა, მხოლოდ სიყვარულის ჟამს უწერია”.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG