Accessibility links

site logo site logo

კალიფორნიის შტატში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა


კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა რკინიგზის სადგურზე. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია სატრანსპორტო სამსახურის 8 თანამშრომელი.

ტელეკომპანია CNN-ი გამოძიებასთან დააახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია როგორც სემ კესიდი, რომელიც თავადაც სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელი იყო. პოლიციის თანახმად, ეჭვმიტანილმა თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

არსებული სტატისტიკით, წლის დასაწყისიდან აპრილის შუა რიცხვებამდე, აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმების შედეგად დაიღუპა 150-მდე ადამიანი. გასულ წელს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 610.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG