Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვარი:აფხაზეთში სამარხების გახსნის ახალი ეტაპი დაიწყო


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, აფხაზეთში, 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიზნით დაიწყო სამარხების გახსნის ახალი ეტაპი.

2021 წელს წჯსკ-ს ექსპერტების მიერ 30-ზე მეტი სავარაუდო სამარხის გახსნაა დაგეგმილი. 92-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ პირთა მოძიების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმი წჯსკ-ს თავმჯდომარეობით ფუნქციონირებს და მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზანს ემსახურება - ოჯახებმა შეიტყონ დაკარგული ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ.

2010 წელს ორი საკოორდინაციო მექანიზმის (რომელთაგან ერთი 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლების და 2008 წლის ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს) შექმნის შემდეგ 583 ადამიანის ნეშტია მოძიებული, რომელთაგან 206 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.

მთლიანობაში, დაკარგულად ითვლება 2 355 სამხედრო და სამოქალაქო პირი 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG