Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ამნისტიის კანონი პირველი მოსმენით მიღებულია


Georgia - Parliament of Georgia.
Georgia - Parliament of Georgia.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი “ამნისტიის შესახებ“, რომელიც 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართული ოცნებამ“ მოამზადა.

უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა, ცხრა დეპუტატი წინააღმდეგ გამოვიდა.

27 მაისის პარლამენტის სხდომაზე განიხილეს 19-20 ივნისის მოვლენებზე ოპოზიციის მიერ მომზადებული ამნისტიის ალტერნატიული პროექტიც, თუმცა თავად ინიციატორთა მოთხოვნით, მასზე კენჭისყრა გადაიდო.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ოპოზიციის პროექტის მიღების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან და მათ ნასამართლობაც მოეხსნებათ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს და ერთ-ერთი კი სწორედ 19-20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG