Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფი სამხრეთ კავკასიას ეწვევა


საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფი ეწვევა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა ლისაბონში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი სახელით, მინისტრები სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ჩავლენ, რათა აჩვენონ რეგიონის მოვლენებში ჩართულობისთვის ევროკავშირის მზადყოფნა.

ბრიფინგზე, რომელიც 27 მაისს, საღამოს ჩატარდა, ჟოზეპ ბორელს მინისტრების ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანახმად, მინისტრების შეხვედრაზე ხანგრძლივი დისკუსია იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებულ მოუგვარებელ კონფლიქტებზე. ბორელის განცხადებით, ევროკავშირი რეგიონის სტაბილურობის დასაცავად უფრო ეფექტური უნდა გახდეს. მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში ეუთოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG