Accessibility links

site logo site logo

სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს


გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი თამარ თედლიაშვილი ითხოვდა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, რადგან, მისი თქმით, საქმეში არ არის არც ექსპერტიზის დასკვნა და არც მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიატრიულ ექსპერტიზასაც ითხოვს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა გ.ზ-მ 2018 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში, „ძალადობის მუქარით და დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა და დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ის მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა“.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 21 მაისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. პოლიციამ გ.ზ. 25 მაისს დააკავა. მას თხუთმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG